მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისგან ბოდიშიხ მოხდას ითხოვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას აქვს პატიმრობის განმავლობაში. ამის შესახებ მან დღეს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
“თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვს ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაზე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული.”– თქვა სააკაშვილმა.
