Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 03/07/2023
ირაკლი კობახიძე

ბაია პატარაია არის ერთ-ერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოთხოვნას – გადადგეს ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი.

მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი.

„ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ერთგვარი კასტა, რომელიც პირდაპირ დავალებებით მოქმედებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების სიტყვას ვერავითარი ფასი ჩვენთვის ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს
Next: დაჩი ბერაია გიორგი მსხილაძეს: ნაცმოძრაობის მოღალატეობრივი ქმედებების საფუძველზე გაქვთ, თუ არა მათი მხრიდან კონსენსუსის, ან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.