Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცრემლების შეკავება რთული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აღდგომის მილოცვა ითხოვა – „იმედის“ ჟურნალისტის, მანჩი გაბელიას ემოციური პოსტი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციის შემდეგ

მარშალ პრესი 24/04/2022

უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციის დროს „ქრონიკის“ ჟურნალისტმა ცრემლები ვერ შეიკავა. მანჩი გაბელია თავისი ემოციების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს.

„უკრაინაში ახლა სიკვდილსა და სიცოცხლეს ადამიანებისთვის მხოლოდ 1 წამი ჰყოფს. რამდენიმე წამში სწორედ სიცოცხლის მონიჭებელი დღესასწაული დგება და ამ დღეს აქ ნატვრაც მხოლოდ ერთი აქვთ – ეს გადარჩენაა და გამარჯვებაა.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ინტერვიუ ჩავწერე. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ზელენსკისთვის პირადად გადამეცა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მადლობა ამ ბრძოლისთვის, რომელსაც დღეს მე-60 დღე შეუსრულდა .

ცრემლების შეკავება, რთული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქრისტეს აღდგომის მილოცვა ითხოვა/ სიტყვა ასეთი იყო: „წელს აღდგომას ერთი იმედით ვხვდებით – ეს მშვიდობაა. ეს დღესასწაული ყველასთვის ოჯახურია, როცა ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს განსაკუთრებით ჩვენს მოხუცებულებს ვუსურვებთ, დღეს კი უკრაინას ოცნებად ბავშვების გადარჩენა ექცა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დიდხანს სიცოცხლე მათთვის საოცნებო გაგვიხდებოდა. დღეს ოდესაში 3 თვის ბავშვი დაიღუპა, ომის დაწყებისას ის 1 თვის იყო. მათ სიცოცხლეზე ღირებული არაფერი გვაქვს. გთხოვთ, გაუფრთხილდით ჩვენს შვილებს“, – წერს ჟურნალისტი.

Post navigation

Previous: პატრიარქი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა – მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა
Next: ილია მეორე: შიში კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი სიკვდილის შიშია, თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.