IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, რათა გავიაროთ თითოეული პრობლემა და საკითხი, რაც მათ წინაშე შეიძლება დადგეს, გადავწყვიტოთ ყველაფერი ისე, რომ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია გვქონდეს მომავალში“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკურ მაჩვენებელს 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია – 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემით, ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება