IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

გახსოვთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ ელისო კილაძე აქტიურად იყო ჩართული გიორგი გაბუნიას პრომოუშენში და მიმოწერებიც არსებობს ამის. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მან აუცილებლად უნდა უპასუხოს გამოძიების კითხვებს, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ამბები მომდის უკრაინიდან. თურმე ელისო კილაძის სპონსორი ნაცმოძრაობის წევრი, კობა ნაყოფია ყოფილა და სწორედ მას ჰქონდა დავალებული კილაძის ფინანსური უზრუნველყოფა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კობა ნაყოფიამაც უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს პასუხები და ალბათ, ამის შემდეგ ბევრი რამე გახდება ცნობილი ნაცმოძრაობის ამ შავბნელ გეგმებზე”.

21 ივნისს უკრაინული პორტალმა ანონიმ-ინფო.ცომ გამოაქვეყნა Новости Украины-ის ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოვმაჩის სტატია სათაურით – „უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი“.
სტატია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს და მის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობას ეხება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება