Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირველად, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ისტორიაში, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს წარმომადგენელი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით ბაციკაძე გახდა

მარშალ პრესი 30/06/2023
419

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტია. პირველად, ასამბლეის ისტორიაში, საქართველოს წარმომადგენელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრის ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევის საკითხი ბარსელონაში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის სიმპოზიუმსა და ბიუროს სხდომაზე გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესპანეთში, კატალონიაში გამართულ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ტიტე აროშიძე და დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი და ბათუმის საკრებულოს წევრი, როსტომ ხალვაში ესწრებოდნენ.

„ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) სიმპოზიუმზე, რომელშიც ევროპის 140 რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აირჩიეს ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, ალბერტ კასტელანოს მადუელი. სიმპოზიუმზე, არჩევნების პარალელურად, განიხილეს საერთო გამოწვევები, შესაძლებლობები და განსაზღვრეს ერას პრიორიტეტები.

ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ნიკა გუგეშაშვილს პატიმრობა შეეფარდა
Next: ომის დროს შიშის გადალახვა ყოველდღიურად გიწევს და უნდა გადალახო კიდეც, მაგრამ როდესაც ხარ ქვეყნის ხელმძღვანელი, რაღაცეების უფლება არ გაქვს. მაგალითად, არ გაქვს იმის უფლება, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025