Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ

მარშალ პრესი 30/06/2023
ირაკლი კობახიძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა, ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათ [ნაცმოძრაობამ] ყველაზე კარგად იციან, რომ მტრობენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში მტრობენ ჩვენს ქვეყანას.

ამას აკეთებდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან 11 წლის განმავლობაში ოპოზიციაში. მათ აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის პარტია, ეს არის რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიცია ინტელექტუალურად არ არის მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში – ირაკლი კობახიძე
Next: ამ საპარლამენტო ოპოზიციას სიამოვნებს ყოველ ჯერზე “ქოცებისგან” პოლიტიკური გაუპატიურება – გიორგი გუგავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.