IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნის მომავლის მიმართ. „ევროპული საქართველო“ უფრო გონივრულად, ეშმაკურად მოიქცა, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა,  ლევან კობერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

პირველ მოსმენაზე შემოვიდნენ, თავის პოზიცია დააფიქსირეს და მეორე მხრივ დაგვანახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა საბოლოოდ არ შეასრულა იმ ფარულ გარიგებასთან მიმართებაში, რომლის მონაწილეც ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთში ჰქონდათ. როცა ვხედავთ, რომ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე ნულზე აქვთ დაყვანილი და მეორე მხრივ, მმართველი პარტია მუდმივად სხვადასხვა ფორმით პოლიტიკური ოპონენტის ან მოსახლეობის „გადაგდებით“ არის დაკავებული, დამოუკიდებელი დეპუტატების როლი არის განსაკუთრებული. “, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება