Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ

მარშალ პრესი 24/06/2023
347443343_644666397715949_5111872753456466577_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.

️პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა ახალი საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობების ნიმუშებია გამოფენილი. მოინახულეს თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ ჩხუტუნეთში, ასევე დაათვალიერეს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

️ხეობაში ალტერნატიული ენერგიის ბიომასის და მზის გამოყენების მაგალითებს გაეცნენ, დაათვალიერეს მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები, ელექტროღობეები და სარეინჯერო ინფრასტრუქტურა.

️საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები “ეთნო სოფლის“ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო სივრცე და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს.

️სტუმრებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე მასპინძლობდნენ

Post navigation

Previous: გუშინ გავიგეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული – ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია იმ გარემოში, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა: გვქონდა ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ
Next: პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.