Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს

მარშალ პრესი 29/06/2023
შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევების მიზანმიმართული კამპანიის მოწმენი გავხდით. იქნება ეს ევროპულ ინტეგრაციასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა თუ შიდა პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მაგალითზე – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღიშნავს, მოწოდება, „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ – ამ ჭრელი პოლიტიკური დაჯგუფების გამაერთიანებელ დევიზად იქცა. აღნიშნული პრაქტიკა არ არის ახალი მათთვის, ვისთვისაც ნაცნობია რუსეთის ჰიბრიდული ომი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ.

„საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ქართველი ხალხისგან ვირტუალური განცალკევების ტაქტიკა რუსულ ჰიბრიდულ მეთოდებს შეესაბამება. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევების მიზანმიმართული კამპანიის მოწმენი გავხდით. იქნება ეს ევროპულ ინტეგრაციასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა თუ შიდა პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მაგალითზე. მოწოდება, „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ – ამ ჭრელი პოლიტიკური დაჯგუფების გამაერთიანებელ დევიზად იქცა.
აღნიშნული პრაქტიკა არ არის ახალი მათთვის, ვისთვისაც ნაცნობია რუსეთის ჰიბრიდული ომი. მთავრობის დელეგიტიმაციის გამოყენება პოლიტიკური დივერსიის ინსტრუმენტად საბჭოთა რეჟიმის გამორჩეულ ტაქტიკას წარმოადგენდა და, როგორ ჩანს, რუსეთის ამჟამინდელი მთავრობაც ენთუზიაზმით იყენებს მას. დღემდე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართველ ხალხს, მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის სადღესასწაულო მილოცვებს.

ქართული ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა, და ბევრჯერ შედარებით ზომიერ პოლიტიკურ პარტიებსაც თავს მოახვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ქართული ოპოზიციის ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წევრი სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში: მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა
Next: საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ. აქედან გამომდინარე, დღეს სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.