Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა – ათვლის წერტილად აღებულია ომის დაწყება და არა სასამართლოს გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 29/06/2023
გია გაბრიჭიძე

„მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი მედია “სკანდალურ” ინფორმაციას ავრცელებს – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 650 მილიონიდან 6 მილიარდ 100 მილიონამდე გაიზარდა. დააკვირდით როგორ იწყება ინფო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ… პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ რადგან ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა, ე.ი. ეს ზრდა ომთან არის დაკავშირებული და ამ დროს ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოების გადაწყვეტილებები საერთოდ არ არის ნახსენები“- მამის შესახებ  გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მუდმივად კრიტიკულ დღეში მყოფი მედია “სკანდალურ” ინფორმაციას ავრცელებს – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 650 მილიონიდან 6 მილიარდ 100 მილიონამდე გაიზარდა.

მსგავსი “ინფორმაციების” შექმნას იმ ტრენინგებზე, რასაც აგრესიულ-ბოლშევიკური ლიბერალიზმის იდეოლოგები ატარებენ, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
დააკვირდით როგორ იწყება ინფო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ . . . დ.ა.შ.

პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მკითხველს უქმნიან აღქმას, რომ რადგან ივანიშვილის ქონება უკრაინასთან ომის შემდეგ გაიზარდა, ე.ი. ეს ზრდა ომთან არის დაკავშირებული და ამ დროს ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოების გადაწყვეტილებები საერთოდ არ არის ნახსენები.

ათვლის წერტილად აღებულია ომის დაწყება და არა სასამართლოს გადაწყვეტილება. ზუსტად იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული ამ რამდენიმე დღის წინ დენდროპარკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტყუილი არ არის, მაგრამ მიწოდების ფორმაა ჩათლახური.

ზუსტად ასე შეუძლიათ დაწერონ, რომ გია გაბრიჭიძე დაიბადა ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 19 წლისა და 60 დღის შემდეგ.
ეს საკმაოდ სერიოზული მეთოდია და დღევანდელობაში მუშაობს”-წერს გია გაბრიჭიძე.

Continue Reading

Previous: ადამიანის მდაბიოობას და უბადრუკობას თუ რამე ასახავს ყველაზე კარგად, ეს არის სხვის ჯამში ყურება და სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფის და უშრომელი ფულის მიღების სურვილი
Next: ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025