Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 28/06/2023
ირაკლი კობახიძე

„სააკაშვილის განცხადება იყო ცარიელი სპეკულაცია. როცა საუბარია „კავკასიურ გაერთიანებაზე“, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეხერხებინა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები.

„ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან და აქედან ჩანს მათი ბუნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიდევ კარგი ეს ადამიანები: სააკაშვილი, გვარამია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ხაბეიშვილი და ა.შ. არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები . მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოკავკასიელებს მიმართავს

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის სისხლი სწყურია (ვიდეო)
Next: მე ვცემე მიშა მშვილდაძე – ნიკოლოზ გუგეშაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.