Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარშალ პრესი 27/06/2023
356387348_652902096879253_7545156430203972481_n
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს დიდუბის რაიონს 15 სკოლის ოქროს და ვერცხლის 204 მედალოსანი ჰყავს. მედალოსებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს და მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ასევე გადაეცათ სკოლების დირექტორებსა და კლასის დამრიგებლებს.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტის დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა, ასევე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა. ღონისძიებას
მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის მომღერლებმა. საღამო ბენდის „Spam Jam” კონცერტით დასრულდა.

Post navigation

Previous: სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავებაში“ აქტიური როლი მიუძღვნის გიორგი მელაშვილს, ,,თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორს, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია „ფრანკლინის კლუბის“ ლიდერებთან
Next: ბიძინა ივანიშვილმა ააშენა დენდროლოგიური პარკი, ოჯახის საკუთრებაში დატოვა – შარად მოსდეს თავისთვის უნდაო – გიორგი გრძელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.