Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება, იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს

მარშალ პრესი 27/06/2023
გივი მიქანაძე

დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, დღის წესრიგში ისეთი თემები შემოიტანოს, რაც საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას იწვევს.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავისთავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდირებას და არ მისცემს შესაძლებლობას ხელმოცარულ ოპოზიციას, დააზიანოს ჩვენი მომავალი და ხვალინდელი დღე.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Post navigation

Previous: 2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის, რაც მაშინ ხელისუფლებამ გაითვალისწინა
Next: წლებია, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ, პრეტენზია აქვთ ხან დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.