IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იგივეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

„უკვე ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტი შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება