Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის დახურვაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 26/06/2023
356353153_813863143430652_5997803187814361642_n

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძე ინფორმაცის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ის გამარჯვებულებს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება

“დღეს მონაწილეობა მივიღე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში.

ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, ძალიან საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში, ასევე, კულტურული ტურები 5 მიმართულებაში.

მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო შეჯიბრებებში წარმატება. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება”, – წერს კობახიძე „ფეისბუქზე“.

Post navigation

Previous: ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია აღარ ემსახურება – ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს და არ დავიწყებ დაკონკრეტებას, რომელი ქვეყანაა ეს
Next: გიორგი ვაშაძე ამერიკაში, “ქართული ოცნებისგან” გათავისუფლების სათხოვნელად ჩავიდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.