Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 26/06/2023
356112534_833236438167156_1830608954762521200_n
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.
ცვლილებები დღეს დეტალურად განიხილეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, რომელზეც შესაძლებელი გახდა მაქსიმალური ბალანსის მონახვა პაციენტის, სამედიცინო დაწესებულების, თუ ექიმის ინტერესებს შორის. დეტალებზე მუშაობა გრძელდება, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება და საბოლოო სახეს მიიღებს კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება როგორც სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული ბიზნესის, ისე თითოეული პაციენტის ინტერესებს.
რაც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, იგი საშუალებას მისცემს თითოეულ ავტორს, თუ ავტორ-შემსრულებელს, მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები და უზრუნველყოფს როგორც მათი, ისე მომხმარებლის უფლებების სათანადო დაცვას.
უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

Continue Reading

Previous: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მზად არ არის შავ ზღვას გადმოაბიჯოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრად აიყვანოს და ახლა ეძებს მიზეზებს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალოს
Next: ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია აღარ ემსახურება – ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს და არ დავიწყებ დაკონკრეტებას, რომელი ქვეყანაა ეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025