IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სახელმწიფო ინსპექტორი,  ლონდა თოლორაია              დარწმუნებულია, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. მისი თქმით, დადგინდა, რომ  ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს.

ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. კერძოდ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურის მიერ პასუხისგებაში იქნა მიცემული. ამჟამად საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს,”- განაცხადა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდმა  ლუკა სირაძემ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება