Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარდაბნის მერია ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

მარშალ პრესი 26/06/2023
გარდანის მერია

გარდაბნის მერია განცხადებას ავრცელებს და ლევან ხაბეიშვილს პასუხობს:

„ლევან ხაბეიშვილი გამიზნულად ცდილობს სოფელ მუღანლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“. “გვინდა გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის – ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს არ მიეწოდება წყალი. ლევან ხაბეიშვილი და მისი აქტივისტები გამიზნულად ახდენენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

არც ერთი მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სოფელ მუღანლოსთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას! აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სოფელ მუღანლოში 6 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც 6000-მდე ბენეფიციარი 24- საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ზ გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარე წელს სოფელ მუღანლოში დაიწყება საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და, წლის ბოლომდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაასრულებს 5 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე:

Post navigation

Previous: ჩემთვის გასაგები იქნებოდა, თუ მეტყოდნენ, რაში მდგომარეობს უკმაყოფილება. პარასკევს გამართულ შეხვედრაზე, სადაც იყვნენ პროტესტის მხარის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე
Next: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.