IMG.GE IMG.GE

უპირველესი მიზეზი რის გამოც მაჟორიტარობა გადავწყვიტე, ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ვექტორი და ხალხის ხმა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მისი მიზანი უბრალოდ პარლამენტში მოხვედრა რომ იყოს, ის წყნარად და მშვიდად სიით აღმოჩნდებოდა პარლამენტში.

„ჩვენი პარტია „კანონი და სამართალი“ ახალი პარტიაა და პირდაპირ გეუბნებით, რომ სიით ჩვენ პარლამენტში შესვლის პრობლემა არ გვაქვს. რუსული ვექტორის ნამუსგარეცხილ პარტიას თუ აქვს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორ ფიქრობთ დასავლური ვექტორის პარტიას არ ექნება იმის შანსი, რომ სიით შევიდეს? მე მინდა, რომ მაჟორიტარად ვიყარო საბურთალოზე კენჭი, იმიტომ, რომ ეს არის ღირებულებების ბრძოლა. საქართველოში ამ „პოლიტიკანებს“ უკვე 30 წელია გონიათ, რომ ვიღაც ძალიან ღარიბად იბადება და ვიღაც- ძალიან მდიდრად. არა ბატონო, ნიჭიერები ვართ ადამიანები, დიდი ხნის მოთმენის უნარი აქვს ქართველებს. მატყუარები არიან, 30 წელია ატყუებენ და ქვეყანას ერთ წრეზე ატარებენ, სახეები არ იცვლება, ხალხნო. უპირველესი მიზეზი რატომაც მე მაჟორიტარობა გადავწყვიტე ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ვექტორი და ხალხის ხმა. ზუსტად ვიცი რას ნიშნავს გულწრფელი ადამიანის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში. ამ ომში დიდი სიამოვნებით არ ჩავებმეოდი, იმიტომ, რომ ჩემთვის წვალების მეტი ამ შუა ზაფხულში არაფერი არ არის და წყნარად და მშვიდად სიით აღმოვჩნდებოდი საკანონმდებლო ორგანოში ეს, რომ ჩემი მიზანი იყოს, მაგრამ რამდენიმე მაყეფარი ძაღლი პარლამენტში საჭიროა. ჩვენ ძლიერი რეფორმატორული გუნდით აღმოვჩნდებით პარლამენტში“,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE