IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფრაქციის შვიდივე ხმა გარანტირებული ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზეც. მისი თქმით, დღეს დადასტურდა, რომ “„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის, ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება”.

„კონსტიტუციის ჩავარდნა არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა და ის დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს და ქვეყნის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის,115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება