Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის მოღალატეები ხარობენ არა იმით, რომ რუსეთში შიდა განხეთქილებაა, არამედ იმით, რომ მათი სანატრელი ომი შესაძლოა საქართველოს მოუახლოვდეს

მარშალ პრესი 24/06/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას მიმოიხილავს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სწორედ ის ნაცები და მათი მიმდევრები არიან დიდ გულზე, ვინც საქართველო სრულად მიჰყიდა რუსეთს და მათ ღალატს დღეს ქვეყანა იმკის.

„დღეს დილიდან ოპოზიციის წევრების დიდი ნაწილისა და მათი მხარდამჭერების პირად გვერდებზე საზეიმო აჟიოტაჟია ატეხილი და არც ერთი სიტყვა არ თქმულა საფრთხეზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ხარობენ არა იმით, რომ რუსეთში შიდა დაპირისპირებაა, არამედ იმით, რომ შესაძლოა მათი სანატრელი ომი საქართველოს მოუახლოვდეს.

წაიკითხეთ მათი სტატუსები და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ნიშნის მოგებას ამოიკითხავთ, გეგონება, ხელისუფლებას ურიცხავდეს რუსეთი მილიონობით რუბლებს და „ქართულმა ოცნებამ“ მიჰყიდა პუტინს ყველა სტრატეგიული ობიექტი საქართველოში. სწორედ ის ნაცები და მათი მიმდევრები არიან დიდ გულზე, ვინც საქართველო სრულად მიჰყიდა რუსეთს და მათ ღალატს დღეს ქვეყანა იმკის. ასეა, მტყუანი ეგრევე ყვირის კვალის დასამალად.

დრო და სიტუაცია ყველას და ყველაფერს აშიშვლებს. ჩვენი „საამაყო“ ოპოზიციაც კიდევ ერთხელ გაშიშვლდა. რუსეთი საქართველოსთვის არის ოკუპანტი, თორემ მათთვის სიმდიდრის წყაროა. მჯერა, რომ ხელისუფლების გონიერება ამ საფრთხესაც ააცილებს ქვეყანას. ოპოზიციას კი მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა: დიდხანს მოგიწევთ ლოდინი თქვენი რუსული ოცნებისა და აგენტური დავალების შესასრულებლად.“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: თუ შეძლებ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი
Next: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.