Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შსს საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 24/06/2023
დარიალის სასაზღვრო პუნქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთში მიმდინარე დაძაბული ვითარების გათავლისწინებით, საქართველოს სასაზღვრო-გამტარ პუნქტ დარიალზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

“მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: „ფრანკლინის კლუბის“ გარეგნული „რომანტიკული“ ატმოსფეროს მიღმა იმალება რეალური საფრთხე
Next: თუ შეძლებ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.