20 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „კვირის ფორმულას“ სპეციალურ გამოშვებაში არხის ჟურნალისტები Edison Research-ის კვლევებს განიხილავდნენ.
წამყვანების და გადაცემაში მოწვეულ სტუმართა დასკვნების ერთობლიობა ოპოზიციური არხისთვის სასურველ სურათს ხატავდა მანამდე, სანამ ექსპერტის რანგში არ ჩაერთო გია ხუხაშვილი, რომელმაც Edison Research-ის კვლევის შედეგების სრულფასოვნებაში შეიტანა ეჭვი.
სტუდიაში ჩამოყალიბებულ კონსენსუალურ-ოპტიმისტურ იდილიაში მორიგი სტუმრის მხრიდან დისონანსის შეტანამ იმდენად მძაფრი ფორმა მიიღო, რომ გია ხუხაშვილმა საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ხუხაშვილის პოზიცია გადაცემის წამყვანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
თავად თემის შინაარსი ცოტა მოსაწყენია, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელი, ეთერში შექმნილი ატმოსფეროს წარმოსაჩენად:
გია ხუხაშვილი ცდილობდა განევითარებინა აზრი, რომ Edison Research-ის კვლევის სრული სურათის ნახვის გარეშე შეუძლებელია შედეგების ხარისხიანი ანალიზი, რადგან არ ჩანს კვალიფიციური კვლევისთვის დამახასიათებელი რამდენიმე კომპონენტი;
მათ შორის, კვლევის ისეთი დეტალები, როგორიცაა – დასმული კითხვების შინაარსი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სიმპათიების მქონე გამოკითხულთა რაოდენობა. ამის გარეშე კი შეუძლებელია საზოგადოების განწყობების სრული სურათის დანახვა, რადგან სწორედ ჩამოუყალიბებელთა პროცენტებისთვის ბრძოლა წარმოადგენს ანალიზის საფუძველს.
„ფორმულას“ წამყვანებს კი სხვა, ბევრად მარტივი ფორმულა ჰქონდათ გამოქვეყნებული და ეს არც დაუმალავთ.
გადაცემის თანაწამყვანმა მიშა მშვილდაძემ აღიარა, რომ არხმა შედეგების გამარტივებული ვერსია გამოაქვეყნა, რათა მაყურებელს მარტივი დასკვნა გამოეტანა. ამისთვის წამყვანებმა უბრალოდ შეკრიბეს 5% და მეტი შედეგის მქონე ოპოზიციური პარტიების მაჩვენებლები, დაასახელეს ციფრი 36% და დაასკვნეს, რომ ოპოზიციის გაერთიანებული მაჩვენებელი მმართველი პარტიის მაჩვენებელთან (37%) მიახლოებულია, რაც ნიშნავს ხელისუფლების რეგრესს და ოპოზიციის პროგრესს. შემდეგ კი დაუშვეს, რომ უფრო მოკრძალებული მაჩვენებლების მქონე ოპოზიციური პარტიები თუ გაერთიანდებიან, მაშინ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
მიშა მშვილდაძის მიერ გამოთქმულ პოზიციას ხუხაშვილმა უწოდა „არითმეტიკა და არა ანალიზი“. ამ შეფასებამ და ხუხაშვილის ეჭვმა კვლევის სრულფასოვნებაში, აღაშფოთა წამყვანები და გადაცემამ შაირობის სახე მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის...