Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი – ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო

მარშალ პრესი 23/06/2023
მარია სლაზაკი

ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო – განაცხადა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარია სლაზაკიმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე.

როგორც მარია სლაზაკიმ აღნიშნა, პირველი შეხება საქართველოს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ ჰქონდა და მაშინ არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი.

“მინდა მოგილოცოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრის სახელით. ეს ნამდვილად საამაყო მოვლენაა.

თქვენც ძალიან ამაყი უნდა იყოთ. მე პირველი შეხება თქვენს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ მქონდა, მახსოვს მაშინ რამდენი პრობლემა მქონდა. არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო. თქვენი საადვოკატო ასოციაცია იყო და რჩება რეგიონში რეალურ ლიდერად არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც“, – განაცხადა მარია სლაზაკიმ.

Post navigation

Previous: ივანიშვილის საქმეზე ბერმუდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა “კრედიტ სუისი”-ს სააპელაციო საჩივარი
Next: ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.