Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით,

მარშალ პრესი 23/06/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახეთს საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული.

 „მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. 

ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტისა და ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში.

 ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით
Next: ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუქა – ზურაბ ქადაგიძე (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025