Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა” – დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

მარშალ პრესი 23/06/2023
ხუნდაძე

“როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს, თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისას განმარტებები არ გააკეთა, რადგან სათქმელს ვერ ამბობს.

“პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს, თუმცა მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის “ცალ ფეხზე დგომა”. პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის  გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულიდ იყო შეცვლილი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს, თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს.” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა (ვიდეო)
Next: პრეზიდენტმა დაადასტურა, მისი პატრონი დასავლეთისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები მხოლოდ ლამაზი ლოზუნგებია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025