Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ისეთ იდიოტობაშია ჩაძირული ჩვენი პარტ-მედიები, რომ მათი “ფეიკი” 1 საათიც ვეღარ ძლებს

მარშალ პრესი 22/06/2023
ზურაბ ქადაგიძე

როდესაც თემა გამოგელია და ფიქრობ, როგორ გამოაცხო ისტერია, სიტყვა რუსულის გამოყენებით, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრიულმა ბანკმა, საქართველო დაასანქცირა.

ქადაგიძის განმარტებით, რეალურად, ავსტრიული ბანკის რუსულ ფილიალს გარკვეული შეზღუდვები შეეხო და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოში, სერვისებს ვეღარ ახორციელებს. მისივე თქმით, მსგავსი სახის ყალბი ამბები ერთი საათითაც ვეღარ ძლებს.

„როდესაც თემა გამოგელია და ფიქრობ, როგორ გამოაცხო ისტერია, სიტყვა რუსულის გამოყენებით…

“მთავარის” ინფორმაციით-ავსტრიულმა ბანკმა, საქართველო დაასანქცირა და გარკვეული სერვისები შეუზღუდა…

რეალურად კი-ავსტრიული ბანკის, რუსული ფილიალი გარკვეულ შეზღუდვებში მოყვა და რიგ ქვეყნებში ვეღარ ახორციელებს, კონკრეტულ სერვისებს. ამ ქვეყნებში საქართველოსთან ერთად მოლდოვაცაა მოხსენიებული და…

როგორ ხდება, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსიანი მოლდოვაც დაასანქცირა ევროკავშირმა?

მოკლედ, ისეთ იდიოტობაშია ჩაძირული ჩვენი პარტ-მედიები, რომ მათი “ფეიკი” 1 საათიც ვეღარ ძლებს…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩემი ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე, თქვენი დროც მოვა – ბექა გრიგორიადისი
Next: „ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.