Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უსამშობლოა, ვინც ითხოვს და ვისაც უხარია მისი სახელმწიფოს, მისი ქვეყნის მოქალაქის მიმართ სანქციების, შეზღუდვის დაწესება

მარშალ პრესი 22/06/2023
ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ავსტრიული საბანკო ჯგუფი Raiffeisen-ი რუსეთსა და რუს ტურისტებს შორის პოპულარულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ევროს გადარიცხვებს აჩერებს. სალუქვაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ მკითხველს არ მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულ სიაში მოლდოვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არსებობის შესახებ, რათა „სააკაშვილის ფან-კლუბში ჟრიამული გამოეწვია“.

მისივე თქმით, უსამშობლოა ყველა ის ადამიანი, ვინც ითხოვს ქვეყნის დასანქცირებას ან შეზღუდვების დაწესება უხარია. „მოლდოვაც რომაა ამ სიაში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რატომ არ აწვდით ინფორმაციას თქვენს მკითხველს? მაშინ არ გამოიწვევდა სააკაშვილის ფან-კლუბის ჟრიამულს, ხომ ასეა?

რა თქმა უნდა გახარებული არიან უსამშობლოები. შესაბამისად, ატყუებთ მკითხველს, როცა მხოლოდ საქართველოს წერთ და არ წერთ, რომ ომში მყოფი უკრაინის გარდა 100%-ით სსრკ-ს ყველა ყოფილ ქვეყანას შეეხო. წყარო წერს: Starting July 3, Raiffeisen’s Russian subsidiary will block euro-denominated bank transfers to several former Soviet republics, including Kazakhstan, Kyrgyzstan, Tajikistan, Turkmenistan, Uzbekistan, Armenia, Georgia, Belarus and Moldova. უსამშობლოა, ვინც ითხოვს და ვისაც უხარია მისი სახელმწიფოს, მისი ქვეყნის მოქალაქის მიმართ სანქციების (სასჯელის), შეზღუდვის დაწესება. ამიტომ გავუსვი ადრე ხაზი სუვერენულ თავმოყვარეობას, რისი არსიც ოპოზიციასა და მათ მომხრეებში არ ესმით. კომენტარებში მეგობრებსაც აღმოაჩენთ, ალბათ.“ – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – კახა კალაძე სააკაშვილის მხარდამჭერებს
Next: ჩემი ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე, თქვენი დროც მოვა – ბექა გრიგორიადისი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.