Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, არამედ – დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია

მარშალ პრესი 22/06/2023
შალვა პაპუაშვილი

,,დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ – დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კამპანია თვეების განმავლობაში არყევდა საქართველოს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. ,

,ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში,’’ – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ახლა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს, როდესაც 2008 წელს განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა საქართველოს მიმართ
Next: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.