Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელჩი გახდა ერთ-ერთი კრიმინალის ადვოკატი და ეს კრიტიკაა? – გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანზე

მარშალ პრესი 22/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ელჩი საუბრობს, როგორც ადვოკატი, როდესაც ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ გაბედა გაემართლებინა გვარამია. ელჩი გახდა ერთ-ერთი კრიმინალის ადვოკატი და ეს კრიტიკაა?“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს, როგორც არ უნდა არ მოსწონდეს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, სრულიად დაუშვებელია, განაცხადოს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა მიეღო.

„რომელ სუვერენულ ქვეყანაში შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ამერიკის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენულ ქვეყანაში სასამათლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, არის არასწორი და სხვანაირი გადაწყვეტილება უნდა მიეღო? როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი ელჩი ამერიკაში გამოვიდეს და რომელიმე სასამართლო გადაწყვეტილებაზე თქვას – ეს არასწორია და ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა მიეღოო. მაგრამ ეს რომ ვთქვათ, რადიკალური ოპოზიცია ამას ვერ გაიგებს იმიტომ, რომ მათთვის იქიდან წამოსული ნებისმიერი განცხადება, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ელჩმა სულ რომ თქვას, მზე არა აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდან ამოდისო, მინიმუმ გაჩუმდებიან, კითხვასაც არ დასვამენ.
ეს არის მათი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება შენს პარტნიორს მიწოდებდე და როგორც არ უნდა არ მოგწონდეს სასამართლო გადაწყვეტილება, ამაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ამასთან, ელჩი როგორც ადვოკატი, ისე საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ვერ გაბედა გაემართლებინა გვარამია. ელჩი გახდა ერთ-ერთი კრიმინალის ადვოკატი და ეს კრიტიკაა?

აღსანიშნავია, რომ ასეთ საკითხებზე „ხალხის ძალას“ ბევრი მტკიცება სჭირდებოდა თავიდან, როდესაც ღად დავიწყეთ ამაზე საუბარი. ახლა კი ეს აღარ გვჭირდება, ვინაიდან უკვე თავად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს არის არაობიექტური და არასწორი მიდგომა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება შეგიძლია აკრიტიკო და ეს საჭიროც არის, მაგრამ როდესაც ჯანსაღი ოპონირება არ შეგიძლია და პრაქტიკულად არ გაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ამ კითხვებს ვერასოდეს ლეგიტიმაცია ვერ ექნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: “ნაცმოძრაობის” ზონდერი შაშკინი სადიზმზე ლაპარაკობს – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: უკაცრავად,მაგრამ უხერხული კითხვა მაქვს – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.