Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე

მარშალ პრესი 21/06/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ..-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს.

„ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას და ძალიან დიდი განსხვავებაა ხშირად ჩვენს პოზიციებში. სწორედ ამიტომ მოხდა მათი გამიჯვნა ჩვენგან. მე მინდა თქვენ გკითხოთ, რამდენად მისაღებია LGBT პროპაგანდა ბავშვებში. დასავლეთის ქვეყნებში LGBT პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. კითხვა ხომ დამისვით, ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი, ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის მიუღებელი, მე ამაზე მითქვამს არაერთხელ, ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ.. აი ეს არის ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის მედია გარემოზე
Next: ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, „მაკდონალდსში“, მიმდინარეობდა ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.