IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თუ საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, სამართალდამცველების რეაქცია იქნება მყისიერი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი. რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, მიმდინარეობს ექსპერტიზა, ექსპერტები მუშაობენ და ჯერჯერობით დასკვნა არ გვაქვს. ექსპერტიზა გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ჯერჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმეზე დაწყებული არ არის. თუ საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობა. გამოძიება არის რთული პროცესი და ერთ დღეში არ შეიძლება დასრულდეს. საქმეზე კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, გამოსაკითხია დამატებით ათეულობით მოწმე რომლებიც გამოკითხული არ არის, ჩასატარებელია ექსპერტიზები. შესაბამისად ერთ და ორ დღეში გამოძიება ვერ დასრულდება. მაგრამ გაძლევთ გარანტიას, თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს, კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE