Skip to content
21/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციურ ტელემედიას დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხისთვის – თამარ ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 21/06/2023
თამარ ჩერგოლეიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

იაგოს და ჯანგირაშვილის დიალოგი ვნახე. კი, ოპოზიციურ ტელემედიას დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხისთვის იმ ყალბ დრამებზე, რასაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო დგამდა.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში.

“ოპოზიციური ტელემედია, ნაცვლად საჯარო ინტერესის სამსახურისა და სიმართლის დადგენისა, სააკაშვილის პროპაგანდას ავრცელებდა და საზოგადოების მანიპულირებას ცდილობდა.

მე მოხარული ვარ, რომ ეს მცდელობა კრახით დასრულდა – ეს მნიშვნელოვანია საზოგადოების გაჯანსაღებისთვის.

(რომ გამოიძიოთ, დაინახავთ რომ ეს სიყალბე სულ აღებ-მიცემობის შედეგი იყო.
მაგალითად მე, გვარამია მთავაზობდა რომ ტაბულას რეკლამას იმ შემთხვევაში გაყიდდა რუსთავი ორის სეილს ჰაუსი და ჩემს კუთვნილს მომცემდა – თუ მიშას კრიტიკას შევწყვეტდი (შევწყვიტე არა ფეხი).

ეს იცოდა მაგალითად ფორმულა კრეატივმა – და მშვიდად ეგუებოდა შანტაჟს, არ იძახდა რომ ეს არასწორია და ასეთ უმსგავსობას არ შეეგუება, არაპრაგმატულად თვლიდნენ სწორად მოქცევას – ასეთი “პრაგმატულობით” ჩაძირეს ქვეყანა სიყალბის”– წერს ჩერგოლეიშვილი.

ამ თემაზე:

ქართველ ხალხს რამეზე ბოდიში მოუხადეთ? – მწვავე კამათი ნინო ჯანგირაშვილსა და იაგო ხვიჩიას შორის (ვიდეო)

 

Post navigation

Previous: მმართველი ძალა ისეთ განცხადებებს ვერ გააკეთებდა, როგორსაც „ხალხის ძალა“ აკეთებს – მათ უწევთ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გარკვეულ ხალხთან
Next: „ფრანკლინის კლუბი“ სინამდვილეში არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე ახალგაზრდა თაობების მომზადების ცენტრი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.