IMG.GE IMG.GE

„ძალიან კარგი რაღაცა მოხდა. ეს აჩვენებს საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების, საქართველოს მეგობრების მხარდაჭერის ძალას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა,  გიგა ბოკერიამ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მორე მოსმენით დამტკიცების საკითხზე კომენტირებისას.მისივე თქმით, მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რაც ქვეყანაში ნორმალურ ვითარებას შექმნის.

ახლა ამას უნდა მოყვეს რურუას გათავისუფლება მესამე მოსმენამდე და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. რომელიმე კომპონენტს თუ არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი. ჩიხშია ის მომწყვდეული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა. ამიტომ თავისი ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს. იქამდე რურუას თუ გაათავისუფლებს, ეს საერთოდ იქნება მისთვის შვება. ეს მის ინტერესშია. ოღონდ ჩემთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესშია“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მხარდამჭერი 115 იყო.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება