ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, სამსახურმა პრეზენტაცია, საინფორმაციო ხასიათის კამპანიის შესახებ – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ წარმოადგინა, რაც მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში, მათი უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, შპს და აიპების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
