Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა – თავისუფლად ვსუნთქავთ, იყო წნეხი პრესაზეც, ახლა აღარ არის

მარშალ პრესი 20/06/2023
მამუკა გამყრელიძე

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლად ვსუნთქავთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს იყო წნეხი პრესაზეც.

„ჩემთვის მიუღებელია ერთადერთი – დემოკრატიული პროცესის არგაგრძელება, მე ვთვლი, რომ აუცილებლად წინ უნდა წავიდეთ. ხელისუფლების ყოველი ახალი ცვლილება რაღაც სიკეთით უნდა მთავრდებოდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ნაციონალები“ წავიდნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, მაგალითად, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, ეს უდავოა. თავისუფლად ვსუნთქავთ, მართლა ასეა. მე არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგალითად, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში. სიმართლე გითხრათ დიდი საფრთხის შეგრძნებით არ გამოვირჩევი, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ვარ, მაგრამ იყო ასეთი პრობლემა, იყო წნეხი პრესაზეც, მე მქონდა ახლო კავშირი მედიასთან და შესაბამისად, ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩვენიანია, არ არის ჩვენიანი, ეს იყო, ამის უარყოფა არ შეიძლება, ეს ახლა ნამდვილად აღარ არის, განსხვავებული აზრის გამოთქმა ბევრად უფრო მარტივია“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ

Continue Reading

Previous: ისინი, ვინც თსუ-ში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან საკუთარი სიბრიყვის ფასად თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ
Next: “ფორმულას” ჟურნალისტი იმედგაცრუებულია სააკაშვილის საქმის ყოფილი მოსამართლის მოულოდნელი პასუხებით (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025