Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • სპორტი

დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს

მარშალ პრესი 19/06/2023
347419222_647456530757143_1153108232706506406_n

დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს.
თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2023“ გაიმართა.

ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ათი გუნდი მონაწილეობდა.

მატჩების მიმდინარეობისას I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „სუკონკამ“ მოახერხა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გუნდები „ სეტი“ და „შავი მარგალიტი“ გავიდნენ.

ფინალურ მატჩში ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.
გამარჯვებულ გუნდებსა და ფეხბურთელებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასები, სიგელები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, დიდუბესა და დიღმის მასივში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს
Next: თავს ესხმიან ზურას? – ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი – სააკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.