Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღმოჩენილია მორიგი “შავი კრატერი” ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე

მარშალ პრესი 19/06/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია დოკუმენტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიები ამერიკული კომპანიისგან ტყვია-წამალს ყიდულობენ.

აბაშიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტში ყველაზე ცინიკური ის გარემოებაა, რომ აშშ-ისგან საბრძოლო მასალის შესყიდვით „ვაგნერის“ სნაიპერები ამაყობენ.

„აღმოჩენილია მორიგი “შავი კრატერი” ომითა და უკრაინელთა სისხლით გამდიდრებულ ზნედაცემულ ფარისეველთა ველზე.

საერთაშორისო გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა “Промтехнология”-მ, “ORSIS T-5000”-მა და “ТЕТИС ПРО”-მ შეიძინეს ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია Hornady-სგან. მიწოდებები გრძელდება სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში არსებული სასჯელის მიუხედავად ($1 მილიონი ჯარიმა და 20-წლიანი ციხე).

რაც ყველაზე ცინიკურია, ამით რუსულ მედიაში, სოცქსელებში ამაყობენ ჯალათი “ვაგნერის” სნაიპერები.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: 20 წელზე მეტია კინოცენტრი არსებობს, რეორგანიზაციაზე, ან მომავალში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე აღარავინ უნდა იფიქროს?
Next: ის ძალები, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას მიესალმებიან, ქართულ საზოგადოებას აქეზებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკაში ჩართვის აბსურდული წინადადებები მიიღონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.