Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 19/06/2023
ირაკლი კობახიძე

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს.“

„ეს თუ ასეა ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი,“ – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, ბუნებრივია, მას პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს – ირაკლი კობახიძე
Next: შიდა ქართლის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დღეს გორიდან დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.