Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ყველა რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ – კახა კალაძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 19/06/2023
კახა კალაძე

ვინმეს თუ რაღაცაში კიდევ ეჭვი ეპარებოდა და ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ყველა რწმუნდება, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილს რეალურად არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

„ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა, პატიმარია თუ არა, სიცოცხლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. დანაშაული მას დამტკიცებული აქვს, თუმცა როგორც ვისმენთ, კეთდება განცხადებები, რომ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პროკურატურა ბრალს დევს სხვა დანაშაულებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: სად იყო და სად არა, უცბად ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს, რომ პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას უკრაინის მოქალაქე
Next: სააკაშვილი სადაც არ უნდა დაბრუნდეს, ბუნებრივია, მას პოლიტიკაში არანაირი შანსი არ აქვს – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025