IMG.GE IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენცია გახსნა, რომელიც პანდემიის გამო ონლაინფორმატში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ევროკომისიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობასა და იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევების გადალახვას, რომლებიც შესაძლოა, ენერგოეფექტურობის გზით განხორციელდეს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება