ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
საბავშვო ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი შენობის საერთო ფართობი 2601 კვ.მ. შეადგენს, პროექტის ფარგლებში 800 კვ.მ ტერიტორიაზე სტადიონი, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტი, გარე სათამაშო მოედანი და ეზო მოეწყობა.
შენობაში ასევე ხუთი საგანმანათლებო ჯგუფი, დიდი საკონცერტო და სასწავლო – სათამაშო დარბაზი განთავსდება, ბაღი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით იქნება აღჭურვილი.
პროექტის საერთო ღირებულებაა – 5 178 548 ლარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოს მოსანახულებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
