Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “მოყვარულთა ლიგა 2023” დაიწყო

მარშალ პრესი 15/06/2023
354046273_639473718235217_4562178702472914711_n

2023 წლის 11 ივნისიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “მოყვარულთა ლიგა 2023” დაიწყო

ჩემპიონატის ფარგლებში, ჭარნალის საფეხბურთო მოედანზე, მუნიციპალური ეტაპის თამაშები და ნახევარფინალები ჩატარდა.

,,მოყვარულთა ლიგა“ 2023 3 ეტაპად ტარდება: მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური. გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში სულ ჩართულია 7 გუნდი: თხილნარის, ჭარნალის, მახინჯაურის, ახალშენის, ფერიის, აჭარისწყლისა და კირნათის. ჩემპიონატი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობილივი ორგანიზებით ტარდება. მისი მიზანი სოფლებში ახალგაზრდების ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

Post navigation

Previous: როდესაც ვაცხადებ, რომ საშემოდგომოდ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მინიჭება იქნება „სამართლიანობის ზეიმი“, საკვანძო სიტყვა არის „სამართლიანობა“ და არა – სტატუსის მინიჭება, როგორც ზეიმი
Next: 16 ივნისს  ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სცენაზე, XX საუკუნის ქართული მუსიკალური შედევრების საღამო გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.