Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც სისხლიანი ნაცი დაგიძახებს მოღალატეს, რუსს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან მტყუანი. ამიტომ, დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

მარშალ პრესი 15/06/2023
ირაკლი კობახიძე

„როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი“– ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები და როცა სისხლიანი ნაცი მოდის და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი.

„როგორც კი ნაცი დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი.

გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე- ბოდიში არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. როცა მოდის სისხლიანი ნაცი და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

Post navigation

Previous: ამ ქეთი დევდარიანს მინდა ვუთხრა, შენ მართლა *იგ ხომ არ გაქვს? – ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
Next: როდესაც ვაცხადებ, რომ საშემოდგომოდ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მინიჭება იქნება „სამართლიანობის ზეიმი“, საკვანძო სიტყვა არის „სამართლიანობა“ და არა – სტატუსის მინიჭება, როგორც ზეიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.