Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია

მარშალ პრესი 15/06/2023
კობახიძე

ჩვენ გვჭრდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. თუ [ევროკომისია] იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ ამაში დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ. როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკომისია იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომ სჯობს სისტემური მიდგომა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ არ გვაქვს ხისტი მიდგომა, ბოლომდე ვითვალისწინებთ ევროკომისიის პოზიციას და ვთქვით ასეთი რამ, მოდით ავიღოთ დრო, დეკემბერში ევროკომისია, ევროპული საბჭო იმსჯელებენ ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კანონის ამოქმედებას. ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედება პირველი მარტისთვის, მომავალი წლის პირველ მარტამდე ეს კანონი არ ამოქმედდება, თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო დაადასტურებენ თანხმობას ვენეციის კომისიასთან და თუ მოხსნიან ამ საკითხს რეფორმების გეგმიდან, თებერვალში, აქვე ვდებთ პირობას, ეს კანონი გაუქმდება. თუ პუნქტი დარჩება უცვლელი, მაშინ კანონი ამოქმედდება. მაშინ გამოდის, რომ სინამდვილეში ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას, იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია – თვითონ სიტყვაც უკვე ნიშნას პერსონალიზებულ მიდგომას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: კეზერაშვილმა თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია, აქვს ძალიან ბევრი ფული, აფინანსებს პარტიებს, ენჯეოებს და მედიასაშუალებებს. ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი
Next: ამ ქეთი დევდარიანს მინდა ვუთხრა, შენ მართლა *იგ ხომ არ გაქვს? – ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025