Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბევრი ქვეყანა დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან პირობების შესრულება დაინახა – ახლა ბურთი ევროკავშირის მხარეს არის

მარშალ პრესი 14/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიაში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა. მისი თქმით, პრემიერისა და საპარლამენტო დელეგაციის ხშირმა ვიზიტებმა ევროკავშირის სახელმწიფოებს დაანახა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არის, რადგან ყველა პირობა შეასრულა.

„მას შემდეგ, რაც პრემიერი და საპარლამენტო დელეგაცია თითქმის ყოველკვირეულად ჩადიან ბრიუსელსა და ევროპის სახელმწიფოების სხვადასხვა დედაქალაქში, ევროკავშირის უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, რადგან საქართველოს მხრიდან პირობების შესრულება დაინახა და ამასთან დაკავშირებით, მხარდაჭერაც კი აღუთქვა. ასევე, დარწმუნდნენ იმაში, რომ წინა წლის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით უსამართლო იყო. რეალურად, ახლა ბურთი ევროკავშირის მხარეს არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: კარგად დააკვირდით, რა კატეგორიის სუბიექტები წამოწიეს წინა ხაზზე, 99% ჰომოსექსუალია, ვისაც ევროპელობას აყვირებენ! – დიმიტრი სამხარაძე
Next: ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა – დიმიტრი სამხარაძე (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025