ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელს, იანა ზელინგეროვას, შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ჩეხეთის მთავრობის მხრიდან, მაჭახელას დაცული ლანდშაფტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობას მოიცავდა. განიხილეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამომავლო გეგმები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამები და პროექტები, როგორც მაჭახელას თემის, ასევე სრულიად მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერს და მერიის წარმომადგენლებს, საელჩოს საქმიანობის შესახებ და სამომავლო გეგმები გააცნო. გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მიზნით დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ედნარ ფუტკარაძე, ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის კოორდინატორი, თეონა რობაქიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – პროექტის კოორდინატორი ირაკლი გორაძე ესწრებოდნენ.
