Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში

მარშალ პრესი 13/06/2023
ირაკლი კობახიძე

ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მაკდონალდსის“ „ჰეფი მილის“ მენიუს სასაჩუქრე წიგნზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში.

„რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა, კატასტროფაა ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ამ ნაკაცარმა არ დაახანა, ეგრევე შეუდგა დავალების შესრულებას – ზურაბ ქადაგიძე გახარიაზე
Next: გაუგებარია, რატომ თვლის პრეზიდენტი რომ მხოლოდ ის შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და რატომ არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ვინმე სხვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.