Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: პრეზიდენტისგან მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავალუტო ფონდის ბოლო დროინდელი პროგნოზები გაუფასურებას რომ განიცდის ესეც ახალი ფაქტია

მარშალ პრესი 13/06/2023
ოთარ ანგურიძე

ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება ეს არის ეროვნული ბანკი, რადგან სწორედ მის ხელშია ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, – ასე ეხმიანება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე, ეკონომიკის ექსპერტ ანდრია გვიდიანის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნული ბანკის მმართველ არჩილ მესტვირიშვილზე გამოქვეყნებულ წერილს. ანგურიძის განცხადებით, საზოგადოებისგან ეროვნული ბანკის დისტანცირება და მისი ჩაკეტილობა ბევრ გაუგებრობას ქმნის.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი პროგნოზები „გაუფასურებას განიცდის.“ „ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება ეს არის ეროვნული ბანკი. რადგან სწორედ მის ხელშია ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი.

მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სწორედ საზოგადოებისგან მისი დისტანცირება და ჩაკეტილობა ქმნის ძალიან ბევრ გაუგებრობებს.რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფინანსურ თავკომბალაზეც, რომელიც ქვეყანაში მივიღეთ ეტაპობრივად. პრეზიდენტისგან მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავალუტო ფონდის ბოლო დროინდელი პროგნოზები გაუფასურებას რომ განიცდის ესეც ახალი ფაქტია“ – აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

Post navigation

Previous: საკუთარი აგენტურის მეშვეობით, აშშ-ის საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები
Next: უკრაინის არმიამ კონტრშეტევისას Leopard 2R გამანადგურებელი მანქანების ნახევარი დაკარგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.